თავში

"მაესტროსა" და ,,იმედზე", სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა

"მაესტროსა" და ,,იმედზე", სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა
მაესტროსა და ,,იმედზე, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა

,,იმედსა” და ,,მაესტროზე" სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა",  - ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძე სოციალურ ქსელში წერს.

,,ქსელი არის პარალიზებული, ვერ ვიღებთ ვერანაირ სიგნალს, ვერ გავდივართ ეთერში, ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს. ვმუშაობთ, რომ ძალიან მალე დავბრუნდეთ ეთერში!",- წერს ჩიხლაძე ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საერთო სასამართლოების, ბათუმის საკრებულოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის ასევე, რამდენიმე მედიასააგენტოს ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა.

ვებგვერდებზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები).

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system