თავში

"კიბიდან გადავარდა და თავი დაარტყა, რეანიმაციაში ადგილი როცა გათავისუფლდა, უკვე გვიანი იყო..." - ემოციური პოსტი

"კიბიდან გადავარდა და თავი დაარტყა, რეანიმაციაში ადგილი როცა გათავისუფლდა, უკვე გვიანი იყო..." - ემოციური პოსტი
კიბიდან გადავარდა და თავი დაარტყა, რეანიმაციაში ადგილი როცა გათავისუფლდა, უკვე გვიანი იყო... - ემოციური პოსტი

სოციალური ქსელის მომხმარებელი Margot Lescaut ჯანდაცვის სექტორში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე "ფეისბუქში" წერს. 

მისი თქმით, იმის გამო რომ კლინიკებში ადგილი არ იყო და ექიმებმა დროული დახმარება ვერ აღმოუჩინეს, უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა.

"ნაცნობის დედა კიბიდან გადავარდა და თავი დაარტყა. გონება დაკარგა. დილიდან დაატარებდნენ კლინიკიდან კლინიკაში და არსად რეანიმაციაში ადგილი არ იყო. საღამოს გვიან სადღაც გათავისუფლდა ადგილი, ოპერაციაც დაიგეგმა, მაგრამ გვიანი იყო უკვე. გარდაიცვალა. მთელი დღე დაიკარგა ხალხო, თავდარტყმულ გათიშულ ქალს საათობით ანჯღრევდნენ მანქანით. აქ მარტო კოვიდიანების გადაყვანა არ გადაყვანაზე აღარაა ლაპარაკი, ნებისმიერი რამით ცუდად გახდომაა უკვე საშიში. აღარც კლინიკაა საკმარისი, აღარც ექიმი და ექთანი და აღარც მათი ენერგია. ჯოჯოხეთია ჩვეულებრივი", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system