თავში

კიბოს დამარცხება ჯანმრთელი უჯრედების დაზიანების გარეშეც შესაძლებელია

კიბოს დამარცხება ჯანმრთელი უჯრედების დაზიანების გარეშეც შესაძლებელია
კიბოს დამარცხება ჯანმრთელი უჯრედების დაზიანების გარეშეც შესაძლებელია

BBC-ის ცნობით, ბრიტანელმა მეცნიერებმა კიბოსთან ბრძოლის უნივერსალური მეთოდი აღმოაჩინეს.

როგორც გამოცემა წერს, პროსტატის, ძუძუს, ფილტვის და სხვა ტიპის კიბოსთან ბრძოლის ეს ინოვაციური მეთოდი ლაბორატორიულ ტესტებში იქნა ღმოჩენილი.

აღმოჩენა კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფს ეკუთვნის.

მათი კვლევის მიზანი იმ უჩვეულო მეთოდების პოვნა იყო, რომლებითაც ადამიანის იმუნური სისტემა სიმსივნეებს ებრძვის. 

სპეციალისტებმა T-ლიმფოციტის განსაკუთრებული სახეობა იპოვეს და კიბოს უჯრედების ფართო სპექტრთან ბრძოლა „ასწავლეს“.

ახალი მეთოდი ფილტვების, სისხლის, ნაწლავების, ძუძუს, ძვლის, პროსტატის, საშვილოსნოს ყელის კიბოზე გამოსცადეს. 

ლიმფოციტემა დაავადებული უჯრედები გაანადგურა, ჯანმრთელებს კი არ შეეხო.

კლინიკური ცდები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მეცნიერები თვლიან, რომ შესაძლოა, კიბოსთან ბრძოლის უნივერსალური მეთოდი იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system