თავში

"კიდევ ასეთ წერილს რომ მიიღებ, სისხლი აგასხამს ტვინში" - ზურაბ გურული პაციენტის წერილს აქვეყნებს

"კიდევ ასეთ წერილს რომ მიიღებ, სისხლი აგასხამს ტვინში" - ზურაბ გურული პაციენტის წერილს აქვეყნებს
კიდევ ასეთ წერილს რომ მიიღებ, სისხლი აგასხამს ტვინში - ზურაბ გურული პაციენტის წერილს აქვეყნებს

მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში შეტყობინებას აქვეყნებს, რომელიც პაციენტისგან მიიღო. 

პაციენტი ექიმს წერს, რომ მის შვილს კორონავირუსი და პნევმონია დაუდასტურდა. მას აინტერესებს, რამდენად ენდობა ზურაბ გურული საქართველოში გამოწერილ რეცეპტს. 

"ამდენი ლექციის, ახსნა-განმარტების, წვრთნის, ქართულად, გასაგებ ენაზე ახსნილი ინსტრუქციების შემდეგ კიდევ ასეთ წერილს რომ მიიღებ, მართლა სისხლი აგასხამს ტვინში.

იმედია ამ დანიშნულების ავტორი წაიკითხავს ამ სტატუსს და თავს იცნობს და იმედია გააცნობიერებს რისი ღირსიცაა.

P.S. სადღაც, გულის სიღრმეში ვიტოვებ იმედს, რომ ეს ექიმის დანიშნულება არ არის და პაციენტის თვითშემოქმედებაა, მაგრამ მაინც დავდებ თვალსაჩინოებისათვის, რადგან ეს გამონაკლისი შემთხვევა არ გახლავთ" - წერს გურული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system