თავში

კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი - ბიძინა კულუმბეგოვი

კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი - ბიძინა კულუმბეგოვი
კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი მიმდინარე კოვიდ პანდემიასა და აცრის მაჩვენებლებს ეხმაურება. მისი თქმით, ზოგადი, იმუნური ფენის გამომუშავებისთვის საჭირო კიდევ 10-11 თვე იქნება, თუმცა ვაქცინაციის სწორად წარმართვის შემთხვევაში ეს შესაძლოა 2-3 თვეში მოხდეს. 

"სამწუხაროდ, ზოგადი პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევისთვის და იმუნური ფენის შექმნისთვის ჩვენ გვჭირდება 1,5 მილიონი ადამიანის დაავადება ან იმუნიზაცია. დაავადების შემთხვევაში ეს კიდევ 10-11 თვე გაგრძელდება. სიკვდილობის მაჩვენებელი ჩვენთან 1,5%-ია, შესაბამისად, კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი. ამასთანავე, ჩვენ შეგვიძლია 2-3 თვეში ორჯერადად ავცრათ 1,5 მილიონი ადამიანი, სიკვდილობა და ჰოსპიტალიზაცია შევამციროთ 11-ჯერ, ყოველდღიური ავადობა კი 5-6-ჯერ", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system