თავში

"კიდევ ერთი აღიარება" - თენგიზ ცერცვაძე ინფორმაციას ავრცელებს

"კიდევ ერთი აღიარება" - თენგიზ ცერცვაძე ინფორმაციას ავრცელებს
კიდევ ერთი აღიარება - თენგიზ ცერცვაძე ინფორმაციას ავრცელებს

"საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის კიდევ ერთი აღიარება" - ამ სახელწოდების პოსტს აქვეყნებს თბილისის შიდსის და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე. 

"ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტი ყოველდღიურად აქვეყნებს განახლებულ მონაცემებს - ქვეყნების რეიტინგს COVID-19-ის საწინააღმდეგო სამთავრობო საპასუხო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე.

შეფასება კომპლექსურია და ეფუძვნება სულ 19 ინდიკატორს, რომლებიც შეიძლება დაჯგუფდეს სამთავრობო პოლიტიკის ინდიკატორებად, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ინდიკატორებად (მათ შორის მოქალაქეთა შემოსავლებზე ზრუნვა და სხვ.) და უშუალოდ ჯანდაცვის სისტემის პოლიტიკის ინდიკატორებად (ტესტირება, პაციენტთა ნაკადების მართვა, ვაქცინაცია და სხვ.).

ა.წ. 15 იანვრის მდგომარეობით საქართველოს 183 ქვეყანას შორის უკავია უაღრესად საპატიო მე-10-11 ადგილი (საბერძნეთთან ერთად) და ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ჩვენზე წინ არიან მხოლოდ გერმანია, ირლანდია და იტალია" - წერს თენგიზ ცერცვაძე. 

ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემები იხილეთ ბმულზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system