თავში

,,კიდევ ერთი კარგი ბათუმელი ექიმი გარდაიცვალა კოვიდით" - ირაკლი კუპრაძე

,,კიდევ ერთი კარგი ბათუმელი ექიმი გარდაიცვალა კოვიდით" - ირაკლი კუპრაძე
,,კიდევ ერთი კარგი ბათუმელი ექიმი გარდაიცვალა კოვიდით - ირაკლი კუპრაძე

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ექიმი, ბენო ჭელიძე გარდაიცვალა. მის შესახებ სოციალურ ქსელში „ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი კუპრაძე პოსტს აქვეყნებს. 

,,კიდევ ერთი კარგი ბათუმელი ექიმი, ბენო ჭელიძე გარდაიცვალა კოვიდით. ორჯერ გავაკეთეთ ბრიფინგი, ჩვენი გულშემატკივარი იყო და ხშირად გვსტუმრობდა, თან გვიფუცხუნებდა, მეტი უნდა გააკეთოთ ჯანდაცვის მიმართულებით, მეორე ტალღა სულ მალე იქნება და მოუმზადებელი ვხვდებითო. ჩვენი საერთო ბრიფინგიც სწორედ ამას ეხებოდა. მისი დამსახურებით არის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო მუნიციპალური და მინიმალურად აღჭურვილი მაინც!

არჩევნების დღეს, 31-ში, ბულვარში შემხვდა და გაბრაზებული იყო, რატომ არ ლაპარაკობ რეგიონალურ მუნიციპალურ საპირწონე კლინიკებზეო! დავეთანხმე და დავპირდი ბევრს ვილაპარაკებმეთქი, იმიტომ კი არა, რომ ბენომ ითხოვა, იმიტომ რომ სწორია! კარგი გამოგივლიო, შემომირიგდა და გაუყვა გზას.

კარგი კაცი წავიდა", - წერს ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system