თავში

"რესპუბლიკურში" მარნეულიდან გადმოყვანილი კიდევ ერთი პაციენტის პასუხს ელოდებიან

"რესპუბლიკურში" მარნეულიდან გადმოყვანილი კიდევ ერთი პაციენტის პასუხს ელოდებიან
რესპუბლიკურში მარნეულიდან გადმოყვანილი კიდევ ერთი პაციენტის პასუხს ელოდებიან

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მარნეულიდან გუშინ გადაყვანილი პაციენტის პასუხს ელოდებიან, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მამაკაცი 80 წელს გადაცილებულია და ორმხრივი პნევმონია აქვს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის თქმით,  ა“ და „ბ“ ვირუსებზე პაციენტის ტესტი უარყოფითია. რაც შეეხება კორონავირუსს, ტესტის პასუხს, სავარაუდოდ, საღამოს მიიღებენ.  პაციენტი გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. 

 " შემოყვანილი მამაკაცი 80 წელზე მეტის არის. რამდენიმე დღე იმყოფებოდა სახლში და ჰქონდა ცხელება და აკვირდებოდნენ ბინაზე მისი ახლობლები. არ იყო თვითიზოლაციაში, უბრალოდ, ავად იყო. იყო სახლში და სანამ სუნთქვის უკმარისობა არ გამოჩნდა, როგორც სიმპტომი, მანამდე არ მიმართეს ექიმს. რაც ძალიან ცუდია. ჩვენ, რაც შეგვეძლო, ეპიდანამნეზი შევაგროვეთ, როდესაც შემოვიდა პაციენტი, სრულიად კონტაქტური იყო და ამ მხრივ პრობლემა არ ყოფილა. ეპიდანამნეზით ასეთი რამ, რომ კონტაქტში იყო იმ შემთხვევასთან (მარნეულის მკვიდრ ქალთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა და რომელიც მძიმედაა) არ გვაქვს. თუმცა, მაინც საყურადღებოა და ჩვენ ბოქსირებულ პალატაში მოვათავსეთ ეს პაციენტი. ეს არის ასაკოვანი ადამიანი, რომელიც ძირითადად სახლში იმყოფებოდა, ჰქონდა ოჯახის წევრებთან კონტაქტი. ბუნებრივია მისი ოჯახის წევრებს სპეციალური თვითიზოლაციის პირობებში მოუწევთ ყოფნა,"- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ.

შეგახსენებთ, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინია გამოცხადებული.

ცნობისთვის, აღნიშნული გადაწყვეტილება, მარნეულში კორონავირუსის დაფიქსირებამ გამოიწვია. ინფიცირებულია შუახნის ქალი, რომელსაც 80-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული.  აქედან, 8 უკვე გამოჯანმრთელებულია, კარანტინის რეჟიმში 3 254 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში - 233.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system