თავში

კიდევ ერთი ვაქცინა ნორმალური ცხოვრების დასაბრუნებლად - ნანა გეგეჭკორი

კიდევ ერთი ვაქცინა ნორმალური ცხოვრების დასაბრუნებლად - ნანა გეგეჭკორი
კიდევ ერთი ვაქცინა ნორმალური ცხოვრების დასაბრუნებლად - ნანა გეგეჭკორი

FDA-მ "ჯონსონის" ვაქცინას მიანიჭა გადაუდებელი აუცილებლობის დროს გამოყენების ავტორიზაცია, ზუსტად ასეთივე ავტორიზაცია აქვს იმ ვაქცინებს, რომელსაც ახლა ვიყენებთ. ასე რომ, ჩვენს არსენალს COVID-19-თან ბრძოლაში შემოუერთდა კიდევ ერთი ვაქცინა - ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა, ნანა გეგეჭკორმა განაცხადა. 

მისი შეფასებით, აღნიშნულ ვაქცინას ბევრი დადებითი მხარე აქვს. ის მზადდება უკვე კარგად ნაცნობი ტექნოლოგიით. ამავე დროს, ლოჯისტიკური თვალსაზრისით, მისი ადმინისტრირება მარტივია. 

"მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან მალე შევძლებთ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას და ვაქცინაცია იქნება ამაში ძალიან დიდი ფაქტორი. 

ჯონსონის ვაქცინა თვისობრივად ძალიან განსხვავდება იმ ვაქცინებისგან, რასაც აქამდე ვიყენებდით. წინა ვაქცინები RNM-ის ბაზაზეა შექმნილი, რაც სრულიად ახალი ტექნოლოგია იყო ვაქცინების ინდუსტრიაში.

"ჯონსონის" ვაქცინა უკვე ნაცნობი ტექნოლოგიით არის დამზადებული. ის ადენოვირუსულ ვექტორს იყენებს. კომპონენტი, რომელიც ადამიანის იმუნურ პასუხს იწვევს, მოთავსებულია ადენოვირუსის კაფსულაში. ეს ადენოვირუსი ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ვირუსია, ეს არის ვირუსი, რომელიც იწვევს ხოლმე ჩვენს ე.წ გაციებას. ეს არის "ადენოვირუსი 26", რაც ჯონსონმა გამოიყენა. მაგრამ ამ ვირუსს, ვიდრე ადამიანის ორგანიზმში შეუშვებენ, დაკარგული აქვს ვირულენტულობა. ის ვერ გამოიწვევს დაავადებას ადამიანის ორგანიზმში. ამიტომ ის არის მხოლოდ ტრანსპორტერი, კვიდვაქცინის ძირითადი კომპონენტის გადამტანი.

ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი აქ არის DNM. განსხვავებით "ფაიზერის" და "ოქსფორდის" ვაქცინებისგან აქ არის DNM, რომელიც ასევე სპაიკ ცილის სინთეზში გამოიყენება. ეს ადენოვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდგომ იჭრება უჯრედში, რომელსაც DNM მიაქვს თან, შემდგომში ეს DNM უწყობს ხელს რომ უჯრედში გამომუშავდეს სპაიკ ცილა, რომლითაც კორონავირუსი უკავშირდება ადამიანის ორგანიზმს. ამ შემთხვევაში მთელი ვირუსი არ გვაქვს წარმოდგენილი, გვაქვს მხოლოდ სპაიკ ცილის კომპონენტი. შემდგომ უკვე ამ სპაიკ ცილაზე ადამიანის ორგანიზმი იწყებს იმუნურ პასუხს. ამ იმუნურ პასუხში ჩართულია ადამიანის იმუნიტეტის თითქმის ყველა ხაზი. რაც საბოლოო ჯამში მთავრდება იმით, რომ გამომუშავდება ანტისხეულები, მზა ანტისხეულები ხვდება COVID-19-ის ვირუსს, როდესაც ის ადამიანის ორგანიზმში შეიჭრება. ამის შემდეგ ორგანიზმისთვის ადვილია რომ ვირუსს პასუხი გასცეს და შებოჭოს ისე, რომ ვერ მოხდეს ვირუსის დაკავიშრება ჩვენი ორგანიზმის ანგიოტენზინ რეცეპტორებთან. დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, ეს არის მექანიზმი.

ტექნოლოგია, არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი. "ჯონსონმა" იგივე ტექნოლოგია გამოიყენა რამდენიმე წლის წინ ებოლას ვაქცინის წარმოებისას. ის იყო კლინიკურ პრაქტიკაშიც გამოყენებული. ასევე მუშაობს "ჯონსონი" იგივე ტექნოლოგიის გამოყენებით შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინაზეც. იგივე ტექნოლოგია გამოიყენება ზიკას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემთხვევაშიც. 

ტექნოლოგია ასევე ძალიან ჰგავს გრიპის რეკონდინანტული ვაქცინის ტექნოლიგიას. იქაც გამოიყებევა ზუსტად ეს DNM კომპონენტი. 

რახან ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვიყენებთ DNM-ს და არა მთლიანად კორონავირუსს რაიმე ფორმით, კოვიდის განვითარების საფრთხე ვაქცინისგან არ არსებობს. 

რაც შეეხება შედეგს, რაც დადო ამ ვაქცინამ: ის ეფექტურობით ჩამოუვარდება "ფაიზერ-მოდერნას", თუმცა მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, რომ "ჯონსონის" ვაქცინის კლინიკური კვლევები მიმდინარეობდა სამხრეთ აფრიკაშიც, მაშინ, როცა იქ უკვე იყო დაფიქსირბული ახალი, ე.წ აფრიკული შტამიც, რომელიც ასე გვაფრთხობს ყველას. ასე რომ , ეს ეფექტურობა "ჯონსონის" ვაქცინამ აჩვენა ამ ახალი შტამის გათვალისწინებით. მისი ეფექტურობა აფრიკაში იყო დაახლოებით 58 პროცენტი, ხოლო ამერიკაში 77 პროცენტი. საბოლოო ჯამში "ჯონსონის" ვაქცინის ეფექტურობა 68 პროცენტით განისაზღვრა და ვაქცინის ჯგუფში არ დაფიქსირებულა სიკვდილის არცერთი შემთხვევა. 

მთავარი ღირსება ამ ვაქცინის არის ის, რომ ის კეთდება ერთი დოზით, მისი განმეორებით გაკეთება არ არის საჭირო. ასევე ინახება ძალიან მარტივად 2-8 გრადუსამდე ტემპერატურაზე და ასეთ დაბალ ტემპერატურაზე ამ ვაქცინის შენახვა შეიძლება დაახლოებით 3 თვის განმავლობაში. ამიტომ ლოჯისტიკური თვალსაზრისით, ეს ვაქცინა მეტას საინტერესო შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის" - ამბობს ნანა გეგეჭკორი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system