თავში

ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს, დროულად მიიღონ გადაწყვეტილება - ეკატერინე ტიკარაძე

ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს, დროულად მიიღონ გადაწყვეტილება - ეკატერინე ტიკარაძე
ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს, დროულად მიიღონ გადაწყვეტილება - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სავალდებულო ვაქცინაციას არ ეთანხმება, რადგან მისივე თქმით, ამ მიდგომას ბევრად მეტი ნეგატიური პროცესები მოჰყვება.

მინისტრი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება.

მან 60 წელს ზემოთ მოქალაქეებს, კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ. 

„სახელმწიფო შესაძლებლობები ამ ეტაპისთვისაც არის უცვლელი, რაც გულისხმობს რეგულაციების დაცვის მკაცრ აღსრულებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი მოქალაქეების აქტივობა და სამოქალაქო მაღალი პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოწოდებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ. მნიშვნელოვანია, რომ გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ დავიწყეთ ვაქცინაციის მარათონი. ამ ეტაპისთვის შერჩეულია 50 სოფელი, სადაც 3 000-ზე მეტი მოქალაქეა. შემდეგი ეტაპი იქნება შედარებით უფრო მომცრო ზომის სოფლებში ამ მარათონის გაგრძელება.

მარათონის გარდა, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი არის გავააქტიუროთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც არიან 60 წელს ზევით, ვინაიდან სწორედ მათში არის ყველაზე მაღალი რისკი ინფიცირების, ასევე ჰოსპიტალიზაციის, ჰოსპიტალში უკვე რეანიმაციისა და შემდეგ ლეტალობის. სწორედ აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს, მიიღონ დროულად გადაწყვეტილება.

დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები, რომელიც პირიქით, ბევრად უფრო ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს, სწორედ აქედან გამომდინარე არ ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი არის მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system