თავში

"კიდევ რა მტკიცებულებას ელოდებით?" - გიორგი ფხაკაძე

"კიდევ რა მტკიცებულებას ელოდებით?" - გიორგი ფხაკაძე
კიდევ რა მტკიცებულებას ელოდებით? - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

ფხაკაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ "დღეს მსოფლიოში 6 მილიარდი დოზა კოვიდვაქცინაა გამოყენებული 3.4 მილიარდ ადამიანზე".

✅თითქმის დედამიწის ნახევარი არის ვაქცინირებული!

✅კიდე რა მტკიცებულებას ელოდებით?

✅ყველა მაჩვენებლებით და ყველა მტკიცებულებებით (ნაკლებ ეფექტური ვაქცინების ჩათვლით) ვაქცინაცია არის უსაფრთხო!

✅რავი, სტატისტიკა, მეცნიერება თუ იცი და უბრალოდ საღი აზრი თუ გაქვს ამას რაღა უნდა დაუმატო?", - წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 24 სექტემბრის მონაცემებით სულ ქვეყანაში ჩატარებულია 1 715 073 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 963 663 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.9%; სრულად ვაქცინირებულია 751 410 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.3%; 23 სექტემბერს აიცრა 12 778 ადამიანი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1698 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 1910 ადამიანი.

გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 38 პაციენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system