თავში

კიკაბიძე: არ შეიძლება 67 წლის მამაკაცის სიკვდილის მიზეზად კორონავირუსი დავასახელოთ

კიკაბიძე: არ შეიძლება 67 წლის მამაკაცის სიკვდილის
კიკაბიძე: არ შეიძლება 67 წლის მამაკაცის სიკვდილის მიზეზად კორონავირუსი დავასახელოთ

დღეს ბათუმში მამაკაცის გარდაცვალების საფუძვლად, არ შეიძლება განვიხილოთ კორონავირუსი, - ამის შესახებ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერმა გია კიკაბიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„მას ჰქონდა ინსულტი და ამ დიაგნოზით იმყოფებოდა რეფერალურში, სადაც მოგვიანებით სიცხის გამო კორონავირუსზე გამოიკვლიეს და ვირუსი დაუდასტურდა. ამის შემდეგ გადმოიყვანეს ჩვენთან კომატოზურ მდგომარეობაში. მას ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი, პნევმონია. ამდენად, მე მიმაჩნია, რომ ამ მძიმე დაავადებების ფონზე, არ შეიძლება სიკვდილის მიზეზად დავასახელოთ კორონავირუსი, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია და სტატისტიკის შინაარსი ჩემი პრეროგატივა არ არის," - განაცხადა გია კიკაბიძემ.

ცნობისთვის, დღეს კორონავირუსითპაციენტი ბათუმშიც გარდაიცვალა. 67 წლის კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system