თავში

კინოთეატრ "ამირანთან" მიმდინარე აქციაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

კინოთეატრ "ამირანთან" მიმდინარე აქციაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს
კინოთეატრ ამირანთან მიმდინარე აქციაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

მას შემდეგ, რაც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება დასრულდა, პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა. აქციის მონაწილეები მაყურებელს კინოთატრიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რა დროსაც ვითარება დაიძაბა.  

სეანსის დაწყებამდე და მიმდინარეობისას კი, პოლიციამ, 11 ადამიანი დააკავა.  

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიციური ძალები რჩებიან ყველა კინოთეატრში და მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება დაიცვან. სირაძის თქმით, ნებისმიერი სამართალდარღვევის აქტი აღკვეთილი იქნება და პოლიცია შესაბამის ზომებს მიიღებს. 

“საქართველოს კინოთეატრებში სეანსი დადგენილ დროს დაიწყო და მიმდინარეობს. პოლიციური ძალები რჩებიან ყველა კინოთეატრში და მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება დაიცვან. გარდა აღნიშნულისა, ნებისმიერი სამართალდარღვევის აქტი აღკვეთილი იქნება და მივიღებთ შესაბამის ზომებს. კოსტავას გამზირზე, კინოთეატრ “ამირანთან” მოხდა გარკვეული ინციდენტები, რომლის დროსაც დაკავებულია 11 პირი. მოხდა გარკვეული ინციდენტი მოქალაქე ანა სუბელიანთან დაკავშირებით, რაზეც შს სამინისტრომ მყისიერი რეაგირება მოახდინა. დაწყებულია გამოძიება 126 -მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. ძალადობაში მონაწილე პირი დაუყოვნებლივ იქნა დაკავებული”,-განაცხადა სირაძემ.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად ვერის პარკში შეიკრიბნენ, საიდანაც კინოთეატრ "ამირანთან" გადაინაცვლეს. ისინი შენობაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციის კორდონმა მათ ამის ამის საშუალება არ მისცა. ისინი ქართული წარმომავლობის, შვედი რეჟისორის, ლევან აკინის მიერ შექმნილი ფილმის სიუჟეტს აპროტესტებენ, რომელიც  ქართული ნაციონალური ანსამბლის წევრი ორი ახალგაზრდა მამაკაცის - მერაბისა და ირაკლის სიყვარულზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system