
კინოთეატრ „ამირანის“ შესასვლელთან სამართალდამცავები იკრიბებიან. პოლიციელების მობილიზება ფილმ And Then We Danced-ის საპრემიერო ჩვენებასთან დაკავშირებით დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირდება. დილიდან აქციის ორგანიზატორების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ისინი კინოჩვენების ჩაშლას შეეცდებიან.
მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, პოლიციელები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული.

