თავში

კინოთეატრ "ამირანთან" საპროტესტო აქცია დასრულდა

კინოთეატრ "ამირანთან" საპროტესტო აქცია დასრულდა
კინოთეატრ ამირანთან საპროტესტო აქცია დასრულდა

კინოთეატრ "ამირანთან" საპროტესტო აქცია დასრულდა. დარბაზიდან გამოსულმა მაყურებელმა ტერიტორიის დატოვება დაბრკოლების გარეშე შეძლო. 

რამდენიმე წუთის წინ, კოსტავას გამზირზე, კინოთეატრის წინ გადაკეტილი გზაც გაიხსნა და ავტომობილები შეუფერხებლად მოძრაობენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლევან ვასაძის თქმით, პროტესტი არ შეწყდება, აქცია ხვალაც გაიმართება და შემდეგ პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. 

საპროტესტო აქცია დღეს დაახლოებით 17:00 საათიდან დაიწყო. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ვერის პარკში შეიკრიბნენ, საიდანაც კინოთეატრ "ამირანთან" გადაინაცვლეს. ისინი შენობაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციის კორდონმა მათ ამის ამის საშუალება არ მისცა. ფილმის პირველი ჩვენება 20:00 საათზე, ხოლო მეორე - 22:00 საათზე გაიმართა. პრემიერას არ ესწრებოდა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი. მათ საქართველო ორი დღის წინ დატოვეს. ორივე ჩვენების პარალელურად საპროტესტო აქციები არ წყდებოდა. პოლიციამ აქციის მონაწილე თხუთმეტამდე პირი დააკავა. 

ქართული წარმომავლობის, შვედი რეჟისორის, ლევან აკინის მიერ შექმნილი ფილმი ქართული ნაციონალური ანსამბლის წევრი ორი ახალგაზრდა მამაკაცის - მერაბისა და ირაკლის სიყვარულზეა. 26 ოქტომბერს, ნიუ-იორკის ლგბტ კინოფესტივალზე, კინოსურათის პრემიერა შედგა. გეი წყვილის სასიყვარულო ისტორიამ გარკვეულ ჯგუფებში პროტესტი გამოიწვია.

ლევან აკინის ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს განცხადებით ფილმის ჩვენება ემსახურება ცოდვის ლეგალიზებას. 

And then we danced -ის კინო ჩვენების ჩაშლით იმუქრებოდნენ ბიზნესმენი ლევან ვასაძე, "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძეც და მმკ-ის წევრი გურამ ფალავანდიშვილი. 

საქართველოში, ამ დრომდე, ფილმის მხოლოდ დახურული ჩვენება გაიმართა. საჯარო პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით იმართება.

მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.

And Then We Danced, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარდგება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system