თავში

კინოთეატრ "ამირანთან" პოლიციელები იკრიბებიან - PHOTO

კინოთეატრ "ამირანთან"
კინოთეატრ ამირანთან პოლიციელები იკრიბებიან - PHOTO

კინოთეატრ „ამირანის“ შესასვლელთან სამართალდამცავები იკრიბებიან. პოლიციელების მობილიზება ფილმ And Then We Danced-ის საპრემიერო ჩვენებასთან დაკავშირებით დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირდება. 

აქციის ორგანიზატორების  განცხადებით, კინოთეატრის პიკეტირება დღესაც მოხდება. 

Report.ge-ს ჟურნალისტის ცნობით, ამ წუთებში, კინოლოგიური სამსახურის თანამშრომლები სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების დახმარებით კინოდარბაზებს ათვალიერებენ.

მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, პოლიციელები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული. 

 „ვერის ბაღში“ იკრიბებიან „ქართული მარშის" წარმომადგენლებიც.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ დაიწყო.

8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system