თავში

კინოთეატრებში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას დღესაც გააპროტესტებენ

კინოთეატრებში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას დღესაც გააპროტესტებენ
კინოთეატრებში ფილმის და ჩვენ ვიცეკვეთ ჩვენებას დღესაც გააპროტესტებენ

თბილისის ხუთ და ბათუმის ერთ კინოთეატრთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების მოწინააღმდეგეების აქცია  დღესაც გაიმართება.

ამის შესახებ Report.ge-ს დეკანოზმა დავით ისაკაძემ განუცხადა. მისი თქმით, აქციას მშვიდობიანი სახე ექნება და შეეცდებიან, რომ კინოდარბაზებში მისულ ადამიანებს აუხსნან, რომ ეს ფილმი გარყვნილებას ემსახურება. 

ჰომოფობიურად განწობილი ადამიანების თქმით, ისინი  გასული დღეების მსგავსად 18:00 საათზე კინოთეატრ „ამირანთან" შეიკრიბებიან.

 საქართველოს კინოთეატრებში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენებები აქციის ფონზე მიმდინარეობს. პოლიციის მეშვეობით ტოვებდნენ კინოთეატრის შენობას კინოსეანსიდან გამოსული მოქალაქეები.

შეგახსენებთ, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენებები საქართველოს კონოთეატრებში 8 ნოემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს დასრულდება.

ართული წარმომავლობის, შვედი რეჟისორის, ლევან აკინის მიერ შექმნილი ფილმი ქართული ნაციონალური ანსამბლის წევრი ორი ახალგაზრდა მამაკაცის - მერაბისა და ირაკლის სიყვარულზეა. 26 ოქტომბერს, ნიუ-იორკის ლგბტ კინოფესტივალზე, კინოსურათის პრემიერა შედგა. გეი წყვილის სასიყვარულო ისტორიამ გარკვეულ ჯგუფებში პროტესტი გამოიწვია.

ლევან აკინის ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს განცხადებით ფილმის ჩვენება ემსახურება ცოდვის ლეგალიზებას. კინოჩვენების ჩაშლით იმუქრებოდნენ ბიზნესმენი ლევან ვასაძე, "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძეც და მმკ-ის წევრი გურამ ფალავანდიშვილი.

მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.

"და ჩვენ ვიცეკვეთ", რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარდგება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system