თავში

სად რამდენი შემთხვევა გამოვლინდა - COVID-19-ის მონაცემები რეგიონების მიხედვით - VIDEO

სად რამდენი შემთხვევა გამოვლინდა - COVID-19-ის მონაცემები რეგიონების მიხედვით - VIDEO
სად რამდენი შემთხვევა გამოვლინდა - COVID-19-ის მონაცემები რეგიონების მიხედვით - VIDEO

საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი აჭარაში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.

მარინა ენდელაძის თქმით, აჭარის შემდეგ ინფიცირებულთა როდენობით დედაქალაქი ლიდერობს.

„დაემატა 314 ახალი პაციენტი. კვლავ ლიდერობს აჭარა 72%-ით, ეს არის 225 შემთხვევა, თბილისში არის 9% – 35 პაციენტი, იმერეთში 22 შემთხვევა, სამეგრელო ზემო-სვანეთში -18, შიდა ქართლში – 9, სამცხე ჯავახეთში – 3, გურიაში –1, ქვემო ქართლში – 1“, – განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 33 ადამიანი. 

საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 5866-მდე გაიზარდა. 

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 270-ით გაიზარდა და 2324 გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system