თავში

"ქირას მე გადავუხდი, მაგრამ ჩემი სახელი არ უთხრაო, ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ქველმოქმედება ჰქონდა 19 წლის ასაკში“

"ქირას მე გადავუხდი, მაგრამ ჩემი სახელი არ უთხრაო, ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ქველმოქმედება ჰქონდა 19 წლის ასაკში“
ქირას მე გადავუხდი, მაგრამ ჩემი სახელი არ უთხრაო, ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ქველმოქმედება ჰქონდა 19 წლის ასაკში“

მამა ნექტარიოს მჭედლიძე, ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ა­ს შესახებ საინტერესო ამბავს იხსენებს. როგორც სასულიერო პირი სოციალურ ქსელში წერს, ის ქველმოქმედებით იყო დაკავებული, თუმცა ცდილობდა, მისი ვინაობა დაფარული ყოფილიყო.  

„მამა არ ვიცი ვინ არის, მაგრამ უბრალოდ ეს ბიჭი იყო სასწაული ადამიანი, თქვენ ვერ წარმოიდგენთ 19 წლის ასაკში ამდენი ქველმოქმედება... სულ ცდილობდა დაფარული ყოფილიყო, უბრალოდ ეს იყო აღზრდილი შვილი კეთილი, სამგორში სამი თვის ქირა, რომ გადაუხადე ბებოს ახლა გამახსენდა. მან დამირეკა მთხოვა მე გადავუხდი, უბრალოდ. არ უთხრა ჩემი სახელიო. ასეთი შვილი არ ყავდა დასაკარგი საქართველოს“,- წერს მოძღვარი.

ცნობისთვის, ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

ის გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს და კრიტიკულ მდგომარეობაში, ხეჩინაშილის კლინიკაში მოათავსეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.

ირკვევა, რომ ნიკა კვარაცხელიას თავდამსხმელი ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული დაპირისპირების შემდეგ კი, მან კვარაცხელიას მისამართით 8-9-ჯერ გაისროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან საკუთარი მანქანით მიიმალა.

კვარაცხელია ე.წ. კანონიერი ქურდის შვილია. უცნობია, უკავშირდება თუ არა შვილის მკვლელობა მამის საქმიანობას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system