თავში

ქირურგი გოჩა ჩხიკვაძე მოულოდნელად გარდაიცვალა

ქირურგი გოჩა ჩხიკვაძე მოულოდნელად გარდაიცვალა
ქირურგი გოჩა ჩხიკვაძე მოულოდნელად გარდაიცვალა

რადიოლოგი და ქირურგი გოჩა ჩხიკვაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ავრცელებს. 

"დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი კოლეგის, ცენტრის რადიოლოგისა და ქირურგის გოჩა ჩხიკვაძის უეცარი გარდაცვალების გამო.

ბატონი გოჩას დაკარგვა კლინიკისთვის და ჩვენი თითოეული კოლეგისთვის უდიდესი დანაკლისი და ტრაგედიაა. 

ფასდაუდებელია მისი შრომა და წლების განმავლობაში ჯანდაცვის სისტემისთვის გაწეული ღვაწლი.კლინიკა ქედმოხრით და დიდი პატივისცემით უხდის მადლობას ბატონ გოჩას უამრავი გადარჩენილი პაციენტის სახელით და უთანაგრძნობს მის ოჯახს, კოლეგებსა და მეგობრებს ამ ტრაგედიას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system