თავში

კლასტერული გავრცელებიდან საყოველთაო გავრცელებაზე გადავედით - ამირან გამყრელიძე

კლასტერული გავრცელებიდან საყოველთაო გავრცელებაზე
კლასტერული გავრცელებიდან საყოველთაო გავრცელებაზე გადავედით - ამირან გამყრელიძე

"ე.წ. კლასტერული გავრცელებიდან უკვე საყოველთაო გავრცელებაზე გადავედით. დაახლოებით 20-მდე კლასტერი იყო და ახლა უკვე ყველა რეგიონში გვაქვს შემთხვევების ზრდა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ეპიდვითარება ქვეყანაში გაუარესებულია, ვიდრე ეს მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში იყო. 

"სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეკავების არავითარი ნიშანი არ გვაქვს. ქვეყანაში ისევ და ისევ არ იცავენ რეგულაციებს და რეკომენდაციებს, რაც ეპიდვითარების შემდგომი გაუარესების მთავარი რისკ-ფაქტორია. ველოდებით, რომ გარკვეული პიკური პერიოდი შეიძლება იყოს, აპრილის ბოლოს, მაისის პირველი ნახევარი. ვადასტურებ, რომ მესამე ტალღა ნამდვილად არის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system