თავში

,,გაბედემ"ტექნიკურ უნივერსიტეტთან ირაკლი შოთაძის წარდგენა გააპროტესტა

,,გაბედემ"ტექნიკურ უნივერსიტეტთან ირაკლი შოთაძის წარდგენა გააპროტესტა
,,გაბედემტექნიკურ უნივერსიტეტთან ირაკლი შოთაძის წარდგენა გააპროტესტა

სამოქალაო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის წარდგენა გააპროტესტეს.

მოძრაობის წევრებმა უნივერსიტეტის შენობის წინ ჯერ აქცია გამართეს, შემდეგ კი უნივერსიტეტის რექტორს, არჩილ ფრანგიშვილს შეხვდნენ. 

მოძრაობა “გაბედეს”წევრებმა რექტორს კითხეს, თუ რატომ წარადგინა უნივერსიტეტმა შოთაძის კანდიდატურა მაშინ, როდესაც მას ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულში, ფაქტების გაყალბებაში ედება 

“საუბედუროდ დღეს, ტექნიკური უნივერსიტეტი ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების უმრავლესობა არის პოლიტიკურად მართული და თქვენ ეს გადაწყვეტილება არ მიგიღიათ დამოუკიდებლად. თქვენ არც კი გეკითხებიან ვინ უნდა წარადგინოთ და დარწმუნებული ვარ აკადემიურ საბჭოს საერთოდ არავინ შეეკითხა.  ხელი მოაწერეს საბუთს ისე, რომ არც კი დაუხედავთ ზედ რა ეწერა", - უთხრა ,,გაბედეს" წევრმა მიხეილ ქუმსიშვილმა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს.

არჩილ ფრანგიშვილმა განაცხადა, რომ მან გადაწყვეტილება 25 კაციანი აკადემიური საბჭოსთან თათბირის შემდეგ მიიღო და შოთაძე მისი კვალიფიკაციის შესაბამისად აირჩიეს.

კითხვაზე,  იცოდა თუ არა მან რატომ გადადგა შოთაძე თანამდებობიდან, უპასუხა რომ ამ კითხვას თავად უნდა უპასუხოს და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებაში არ უნდა ჩაერიონ.

შეგახსენებთ, რომ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა.

ირაკლი შოთაძე ამ პოსტს ერთხელ უკვე იკავებდა, თუმცა ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენების გამო მან თანამდებობა მოსახლეობის პროტესტის ფონზე დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system