თავში

კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმოამდგენლობა ავრცელებს. 

მათი იცნობით, ჯგუფის მიზანია ხელი შეუწყოს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას;

შექმნას გზამკვლევი, რომელიც გააერთიანებს რეკომენდაციებს საქართველოში კლიმატის მიმართულებით გასატარებელი პოლიტიკის შესახებ, რისთვისაც მოხდება კლიმატის ცვლილებაში სოფლის მეურნეობის წვლილის შეფასება;

ხელი შუწყოს სოფლის მეურნეობით გამოწვეული სასათბურე გაზების შემცირებას.

"საქართველოს, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, გარკვეული ვალდებულებები აქვს, გაეროს ჩარჩო კონვენციისა და პარიზის შეთანხმების ფარგლებში. ჩვენ, სამინისტროში, წლებია ვმუშაობთ შემოთავაზებულ გეგმაზე და მივესალმებით სამუშაო ჯგუფის მონაწილეობას ამ პროცესში“, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system