თავში

კლიმატურ კატასტროფებთან ბრძოლაში საქართველოს მუნიციპალიტეტები ჩაერთვებიან

კლიმატურ კატასტროფებთან ბრძოლაში საქართველოს მუნიციპალიტეტები ჩაერთ
კლიმატურ კატასტროფებთან ბრძოლაში საქართველოს მუნიციპალიტეტები ჩაერთვებიან

საქართველოს ცამეტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებისა და რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სათემო ფორუმში, სადაც კლიმატური საფრთხეების შესახებ იმსჯელეს და ადგილობრივ დონეზე მათთან გამკლავების გზები განიხილეს.

ფორუმი კაჭრეთში ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც კლიმატური კატასტროფებისგან საქართველოს მოსახლეობის დაცვას ემსახურება.

,,მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა უმნიშვნელოვანესია ამ უპრეცედენტო ეროვნული პროგრამის მიზნების მისაღწევად. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები ჩვენი საერთო საფრთხეა, ხოლო მათთან გამკლავება სისტემურ მიდგომასა და ყველა ჩვენგანის მონაწილეობას მოითხოვს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.

74 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა 2019 წელს დაიწყო და საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზებში შვიდი წლის განმავლობაში განხორციელდება. პროგრამის შესრულების შედეგად, უნდა გაიზარდოს საქართველოს მედეგობა კლიმატური საფრთხეების მიმართ, ხოლო 1.7 მილიონი ადამიანი უკეთ იქნება დაცული წყალდიდობისგან, წყალმოვარდნისგან, გვალვისა და სხვა კლიმატური საფრთხეებისგან.

პროგრამის ფარგლებში უკვე განისაზღვრა, რომ ცამეტ მუნიციპალიტეტში, რომელთა წარმომადგენლებმა სათემო ფორუმში მიიღეს მონაწილეობა - ლაგოდეხში, სიღნაღში, ახმეტაში, გორში, თელავში, აბაშაში, სენაკში, სამტრედიაში, ხობში, ქობულეთში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში - კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის განსაკუთრებით მაღალია. პროგრამის მიერ განსაზღვრულ დახმარებას ეს მუნიციპალიტეტები პირველ რიგში მიიღებენ, ხოლო სულ პროგრამის შედეგებით საქართველოს 100 თემი ისარგებლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system