თავში

კლინიკა შატილის გზაზე დაშავებულმა ორმა პაციენტმაც დატოვა

კლინიკა შატილის გზაზე დაშავებულმა ორმა პაციენტმაც დატოვა
კლინიკა შატილის გზაზე დაშავებულმა ორმა პაციენტმაც დატოვა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა შატილის ავარიის დროს დაშავებული ორმა პაციენტმაც დატოვა, ამის შესახებ report.ge-ს საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა.

ლალი ტურძელაძის თქმით, ბოლოს გაწერილი პაციენტის მდგომარეობა, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევისას და დაკარგა, ძლიერი სტრესის გამო განსაკუთრებით მძიმე იყო.

"შატილის ავარიის დროს დაშავებული ყველა პაციენტი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაეწერა. სამივე მათგანს რეაბილიტაცია სჭირდება. განსაკუთრებით მძიმე იყო ბოლო პაციენტის მდგომარეობა, მას ამხელა სტრესისგან ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, ისინი ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ არიან "- განაცხადა ლალი ტურძელაძემ. 

შატილის ავარიას გადარჩენილმა პირველმა პაციენტმა კლინიკა 26 სექტემბერს დატოვა

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლი, თა­მარ არ­ღვლი­ა­ნი და ნატა თხე­ლი­ძე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კაში მკურნალობენ. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system