თავში

კლინიკებში ინფექციის შიდა კონტროლის მექანიზმები უნდა გაუმჯობესდეს - ჭიაბერაშვილი

კლინიკებში ინფექციის შიდა კონტროლის მექანიზმები უნდა გაუმჯობესდეს - ჭიაბერაშვილი
კლინიკებში ინფექციის შიდა კონტროლის მექანიზმები უნდა გაუმჯობესდეს - ჭიაბერაშვილი

,,ევროპული საქართველოს" წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, სამედიცინო პერსონალში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ადასტურებს იმას, რომ საჭიროა კლინიკებში ინფექციის კონტროლის მექანიზმების აწყობა და გაუმჯობესება.

ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მოიცავს სწრაფ რეაგირებას ჯანდაცვის პირველად რგოლში, ჰოსპიტალური სექტორის გაუმჯობესებას, საკარანტინე სივრცეებში რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანების გადაყვანასა და ეკონომიკურ მიმართულებას, სწრაფად უნდა განხორციელდეს, რათა ახალ ხელისუფლებას კიდევ უფრო დამძიმებული არ დახვდეს ეპიდ სიტუაცია.

„სამედიცინო პერსონალში ინფიცირების მაჩვენებელი ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ მარტიდან მოყოლებული ვაფრთხილებდით მთავრობას, რომ საჭიროა კლინიკებში ინფექციის შიდა კონტროლის მექანიზმების აწყობა და გაუმჯობესება, საჭიროა სამედიცინო პერსონალის დაცვის საშუალებები და მუდმივი ტრენინგი, რათა ავიცილოთ თავიდან სამედიცინო პერსონალის ინფიცირება. ისედაც ჩვენ მწირი სამედიცინო რესურსი, რომ მოვერიოთ გაზრდილ რიცხვებს, ეხლა შეიძლება კიდევ უფრო მეტად დაგვაკლდეს, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება. მთავარი არის სწრაფი რეაგირება, რათა საზოგადოება იყოს მშვიდად და იცოდეს, რომ თუ დარეკავს 112-ზე, მას უპასუხებენ, ის მიიღებს ოჯახის ექიმის კონსულტაციას, თუ სჭირდება ვინმეს ჰოსპიტალიზაცია, მას გადაიყვანენ დროულად საავადმყოფოში. ამავდროულად, მუდმივად გვჭირდება ჩვენი ჰოსპიტალური რესურსის გაზრდა და რისკ-ჯგუფების დაცვა, პრევენციისთვის, რათა ნაკლები რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანი იპოვოს ვირუსმა, ისეთი, ვისაც დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია.“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1759 შემთხვევიდან 131 სამედიცინო პერსონალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system