თავში

კლინიკიდან ოჯახში დარეკეს, თავად მოიტანეთ 5000-ლარიანი პრეპარატიო - რა შეემთხვა ბიძინა კულუმბეგოვის ახლობელს

კოვიდინფიცირებულ პაციენტს, რომელსაც ციტოკინური შოკი განუვითარდა, საჭირო ძვირადღირებული პრეპარატის საკუთარი ხარჯებით შეძენა მოსთოხოვეს. ინფორმაციას ბიძინა კულუმბეგოვი ავრცელებს. 

"ციტოკინური შტორმი, ახლობელი კლინიკაში, ყველა პარამეტრით (მაღალი C რეაქტიული ცილა, CPAP რეჟიმი, დექსამეტაზონი, 200 IL-6, ბაქტერიული ინფექციის ნიშნები არა, კტ 22 ქულა…) ტოცილიზუმაბის გამოყენების კლინიკური და ლაბორატორული ჩვენება…ზარი კლინიკიდან ოჯახში, თავად მოიტანეთ მედიკამენტი, საჭირო დოზის ფასი 5000 ლარი. დღეს პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად უკეთესი! არ გექნებათ შესაძლებლობა მსგავსი ხარჯი გაიღოთ მძიმე გამოსავალი “გარანტირებულია”. არ მიკვირს რატომ არის სიკვდილობა მყარად მაღალი. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი ასეთი ადამიანების გადასარჩენად, დროა ყველა ფუჭი ხარჯი (კონცერტები, პლაკატების ბეჭდვა…) გადამისამართდეს რათა ადამიანების სიცოცხლე ვიხსნათ!" - წერს ცვნობილი ალერგოლოგი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

orphus_system