თავში

,,კლინიკიდან გამომაგდეს..."- რა შეემთხვა მოქალაქეს, რომელიც კოვიდისგან განიკურნა

,,კლინიკიდან გამომაგდეს..."- რა შეემთხვა მოქალაქეს, რომელიც კოვიდისგან განიკურნა
,,კლინიკიდან გამომაგდეს...- რა შეემთხვა მოქალაქეს, რომელიც კოვიდისგან განიკურნა

ირმა ხოშტარია, რომელიც კორონავირუსისგან რამდენიმე დღის წინ განიკურნა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ შემთხვევაზე წერს, რაც მას ერთ-ერთ კლინიკაში გადახდა.

,,მინდა გაგიზიაროთ ჩემი აღშფოთება და გულისტკივილი კლინიკა ,,მედიქალ ჰაუსის" მედპერსონალის მიმართ. დღეს, მივედი კლინიკაში, ვიყავი წინასწარ ჩაწერილი ოჯახის ექიმთან, მინდოდა ჩამეტარებინა გამოკვლევები, რადგან გადატანილი მქონდა COVID-19, ( P.S. გასულია დაინფიცირებიდან 17 დღე და მოხსნილი ვარ აღრიცხვიდან, დასრულებულია თვითიზოლაცია). გაიგეს რა, რომ, გადატანილი მქონდა კოვიდი, კლინიკაში არ შემიშვეს, მიყურებდნენ, შეშინებული და დაბნეულები, დამაყენეს კლინიკის ეზოში... ოჯახის ექიმი გამოვიდა ეზოში და კონსულტაცია ჩამიტარა ღია ცის ქვეშ, სხვების თანდასწრებით. თავი იმართლეს იმით, რომ იცავდნენ თავს და ჩემი კლინიკაში შეშვება იყო დაუშვებელი. ისიც დააფიქსირეს რომ ადაპტირებული კაბინეტი ჰქონდათ კოვიდ ინფიცირებულებისთვის, თუმცა მე კოვიდი უკვე აღარ მაქვს. ოჯახის ექიმმა თან გამომიცხადა "მოსვლა რა საჭიროა", ელექტრონულად ვიკონტაქტოთ. სრული ანამნეზი არ შეკრიბა, რომ რაც შეიძლება მალე დაემთავრებინა ჩემთან კომუნიკაცია. ხშირად მიმეორებდა იმას რომ შორს გავწეულიყავი მისგან, მიუხედავად იმისა რომ დისტანცია მეჭირა.

ერთი სიტყვით კლინიკიდან გამომაგდეს და გამიშვეს სხვა კლინიკაში გამოკვლევების ჩასატარებლად. ეს სწორი დამოკიდებულებაა? ესე უნდა ექცეოდნენ პაციენტებს? მადლობა ღმერთს რომ ჯანმრთელად ვარ და ჩემი ფეხით მივედი და წამოვედი კლინიკიდან. წარმოდგენაც არ მინდა ცუდად რომ ვყოფილიყავი რა დღეში ჩამაგდებდნენ.

ყველა ექიმს მინდა ვთხოვო რომ გაითვალისწინონ - პაციენტი ექიმისგან ელოდება დამაიმედებელ და ადამიანურ მოპყრობას!

აქვე მინდა კმაყოფილება გამოვთქვა დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი • David Tatishvili Health Center -ის მიმართ, სადაც შემხვდა ძალიან გამოცდილი, გულისხმიერი და კვალიფიციური პერსონალი", - წერს ირმა ხოშტარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system