თავში

კლინიკის ხელმძღვანელი: არ აჰყვეთ პანიკას, ადეკვატურად ვუპასუხებთ COVID-19-ის შემოტევას 

კლინიკის ხელმძღვანელი: არ აჰყვეთ პანიკას, ადეკვატურად ვუპასუხებთ COVID-19-ის შემოტევას 
კლინიკის ხელმძღვანელი: არ აჰყვეთ პანიკას, ადეკვატურად ვუპასუხებთ COVID-19-ის შემოტევას 

კომპანია LJ-ის გააჩნია 200 საწოლი. აქედან 20 სრულად არის აღჭურვილი სასუნთქი აპარატებით, - ამის შესახებ კლინიკა LJ-ის დირექტორმა ზაზა ლომინაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიას აქვს ასევე 7 ბოქსირებული პალატა და ერთ-ერთი ინფექციური საავადმყოფო სრულიად იქნება მზად პაციენტების მისაღებად.

ჩვენ ამ რეჟიმში ვმუშაობთ უკვე დიდი ხანია და საბედნიეროდ, ქუთაისში აღებული 106 ანალიზიდან ჯერჯერობით არცერთი COVID-19-ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მადლობა საქართველოს მთავრობას დღევანდელი შეხვედრისთვის, სადაც პრემიერ-მინისტრის მეთაურობით გამოითქვა მზაობა, იმისათვის, რომ ყველა კერძო კლინიკა იყოს აღჭურვილი სათანადო საშუალებებით. მადლობა მინდა ვუთქხრა მედპერსონალს, რომელიც დღესაც დგანან სადარაჯოზე და ყველა პაციენტს იკვლევენ ყველა საეჭვო შემთხვევაზე.

მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდო, არ აჰყვეს პანიკას, დავრჩეთ სახლში, რათა ჩვენს მედპერსონალს მივცეთ საშუალება, სწორად და ადეკვატურად ვუპასუხოთ COVID-19-ის შემოტევას“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system