თავში

კლინიკა ,,ბომონდში“ 7 პაციენტის პასუხი მიიღეს

კლინიკა ,,ბომონდში“ 7 პაციენტის პასუხი მიიღეს
კლინიკა ,,ბომონდში“ 7 პაციენტის პასუხი მიიღეს

კლინიკა ,,ბომონდის" ცხელების ცენტრში 7 პაციენტის პასუხი მიიღეს, კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა. საეჭვო პაციენტებს შორის იყო 32 წლის ქალი აფხაზეთიდან, გალის რაიონიდან, რომელიც კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ მძიმე მდგომარეობაში შეიყვანა და მისთვის საკეისრო კვეთის ჩატარება გახდა საჭირო.

პაციენტი ამჟამად კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული. 

კორონავირუსზე საეჭვო პაციენტებს შორის იყო დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან გადაყვანილი ორსულიც.

ამ დროისათვის, ცხელების ცენტრში ორი პაციენტი იმყოფება, მათი ლაბორატორიული კვლევის შედეგებს დღის განმავლობაში ელოდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system