თავში

კლუბების გახსნას არ მივესალმები - გამყრელიძე

კლუბების გახსნას არ მივესალმები - გამყრელიძე
კლუბების გახსნას არ მივესალმები - გამყრელიძე

ღამის კლუბების გახსნას არ მივესალმები, – ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  მასობრივი თავშეყრები, სადაც მიმდინარეობს კვება, ალკოჰოლის მიღება, ეს არის ყველაზე მთავარი რისკფაქტორი ვირუსული ეპიდემიების დროს.

"ახალი წელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია და მივესალმებით, რომ ოჯახური, მოკრძალებული აღნიშვნა იყოს, მაგრამ ძალიან ნუ გავაფართოებთ ამ არეალს. მე არ მივესალმები კლუბების გახსნას. ვფიქრობ, ეს ჯერ უნდა მოხდეს მხოლოდ პილოტურ რეჟიმში, თუ ამის გადაწყვეტილებას საბჭო მიიღებს, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ არ ვურჩევდი ჩემს ახლობლებს კლუბებში წასვლას, მით უმეტეს, „ომიკრონის“ საშიშროება ნამდვილად არის ქვეყანაში", - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system