თავში

კლუბი "მტკვარზე" დაუსწრებლად დალუქეს

კლუბი "მტკვარზე" დაუსწრებლად დალუქეს
კლუბი მტკვარზე დაუსწრებლად დალუქეს

კლუბში "მტკვარზე" დღეს დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო. როგორც კლუბის ადმინისტრაციაში ამბობენ, გუშინ, 24 დეკემბერს, შრომის ინსპექციამ დაწესებულება დაუსწრებლად დალუქა.

"გუშინ დაუსწრებლად დაგვლუქეს, ისე რომ ადგილზე არავინ იყო, ამიტომ გვიწევს დღევანდელი ივენთის უკვე მეორედ გადადება. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ დავემორჩილოთ ორმაგ სტანდარტებს და დავნებდეთ უკანონო შეზღუდვებს. პირიქით, დღეიდან ვიწყებთ საპროტესტო აქციისთვის მზადებას. ის რაც ჩვენი სექტორის მიმართ სახელმწიფომ ჩაიდინა, არის ადამიანების დაცინვა, მოტყუება და ტერორი. არავის მივცემთ ჩვენი აბუჩად აგდების უფლებას და აუცილებლად დავიცავთ ჩვენს სიმართლეს და ღირსებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system