თავში

კლუბი Sphere უცხოელი არტისტის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

​კლუბი Sphere უცხოელი არტისტის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
კლუბი Sphere უცხოელი არტისტის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

კლუბი Sphere, რომელშიც DJ-ს, სასცენო სახელით Phase Fatale უნდა დაეკრა, არტისტზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

Sphere-ის ინფორმაციით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პირმა კლუბში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მომუშავე ბარის წევრსა და მოწვეულ არტისტს, Phase Fatale-ს, რის გამოც დაცვის თანამშრომლებმა ისინი გააძევეს. არტისტზე თავდასხმა კი კლუბის გარე ტერიტორიაზე მოხდა.

"გვსურს გამოვეხმაუროთ ინციდენტს, რომელიც დღეს კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. აქ საქმე გვქონდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთან, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კლუბში მომუშავე ბარის გუნდის წევრსა და მოწვეულ არტისტს. დაპირისპირების შემდეგ, დაცვის მიერ კლუბიდან გაძევებული იქნა, როგორც არტისტი, ისე სტუმარი, მოგვიანებით კი, არამც თუ კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ მის გარეთ, სტუმარი თავს დაესხა არტისტს და ფიზიკურად გაუსწორდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, იმისათვის რათა ბოროტმოქმედი იქნეს დასჯილი. ცალსახაა, რომ ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არტისტების, მომსახურე პერსონალისა და სტუმრების უსაფრთხოებაა. ვგმობთ ჰომოფობიასა და ნებისმიერი სახის შევიწროებას და იგივეს ვითხოვთ თითოეული სტუმრისაგან. შემდგომი ღონისძიებები კი გაძლიერებული უსაფრთხოების ზომებით გაიმართება". – ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system