თავში

"კმარა არჩევნები არჩევანის გარეშე"- ფილარმონიასთან აქცია გაიმართა

"კმარა არჩევნები არჩევანის გარეშე"- ფილარმონიასთან აქცია გაიმართა
კმარა არჩევნები არჩევანის გარეშე-  ფილარმონიასთან აქცია გაიმართა

„კმარა არჩევნები არჩევანის გარეშე"- ამ სახელწოდებით ფილარმონიასთან დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა აქცია გამართა. აქციას მშრომელთა გაერთიანება „სოლიდარობის ქსელი“ და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პროფესიული კავშირი უერთდებიან. 

ნაცვლიშვილის თქმით, ისინი რიგგარეშე არჩევნებსა და პროპორციულ საარჩევნი სისტემაზე გადასვლას ითხოვენ, თუმცა ოპოზიციის მიერ ორშაბათს დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ შეურთდებიან. 

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა განსაზღვროს, რისთვის სჭირდება პროპორციული არჩევნები, უბრალოდ საპარლამენტო მანდატებისთვის, თუ რეალური ცვლილებებისთვის. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბექა ნაცვლიშვილი ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის დაარსებას გეგმავს. ნაცვლიშვილის თქმით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა მშრომელთა უფლებებს დაიცავს და არჩევნებში სწორედ მშრომელთა საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული სხვა პარტიებთან ითანამშრომლოს, თუმცა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა გამორიცხულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system