თავში

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ხელისუფლებას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს.

კოალიცია მარნეულში განვითარებულ მოვლენებს Facebook-ზე განცხადებით გამოეხმაურა.

"დღეს, 2020 წლის 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი დაპირისპირებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ შემთხვევის გადასაღებად მისულ გადამღებ ჯგუფებსაც. თანამშრომლების დაზიანების შესახებ ინფორმაცია „მთავარმა არხმა“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელეს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მარნეულში თავს დაესხნენ მათ ორ ჟურნალისტსა და ორ ოპერატორს. ერთ-ერთ ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი. დაზიანებულია „მთავარი არხის“ კამერა და მიკროფონი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით კი, მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ ოპერატორს და დაამტვრიეს გადამღები ჯგუფის კამერა.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს.

მიგვაჩნია რომ მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიება მნიშვნელოვნად შეამცირებს წინასაარჩევნო პერიოდში მედიისათვის გაზრდილ საფრთხეებს," - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system