თავში

კობა დავითაშვილი გარდაიცვალა

კობა დავითაშვილი გარდაიცვალა
კობა დავითაშვილი გარდაიცვალა

49 წლის ასაკში, პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი გარდაიცვალა. 

პოლიტიკოსი, ალადაშვილის კლინიკაში  2 კვირის წინ შეიყვანეს, სადაც 25 ნოემბერს მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, რადგან სეპტიკური შოკი განუვითარდა.

ცნობისთვის, კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს.

დავითაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით და ეკონომიკის ფაკულტეტი ბიზნესის ორგანიზაციისა და მენეჯმენტის სპეციალობით.

კობა დავითაშვილი იყო რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი, ასევე დედაქალაქის საკრებულოს წევრი 2010-2012 წლებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system