თავში

კობახიძე: ბიძინამ ჩემზე კარგად იცის რა არამზადა მეუფეებიც სხედან უწმინდურ სინოდში

კობახიძე: ბიძინამ ჩემზე კარგად იცის რა არამზადა მეუფეებიც
კობახიძე: ბიძინამ ჩემზე კარგად იცის რა არამზადა მეუფეებიც სხედან უწმინდურ სინოდში

ყოფილი სასულიერო პირი, თეოლოგი ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს.

" "ქართულმა ოცნებამ'' დამალა, რომ თერჯოლაში მაჟორიტარის წარდგენაზე თერჯოლის მეუფე გიორგი შალამბერიძე მიიწვია. არც ოფიციალურ საიტზე, არც ფბ გვერდზე არ უდევს მეუფის ფოტოები. რატომ შერცხვა ''ოცნებას'' მიტროპოლიტის გამოჩენა? თერჯოლაში რომ 11 წლის ბიჭი მამამ ცემით თვითმკვლელობამდე მიიყვანა და წესს არ ავუგებო გაჰყვიროდა, სწორედ ეს მეუფე გიორგი შალამბერიძე იყო. ეს არის ძველი კგბშნიკი, რომლის დოსიე ინტერნეტშიც დევს, მისი აგენტურული მეტსახელია ''მუშკუდიანი''. ბიძინამ ჩემზე კარგად იცის რა არამზადა მეუფეებიც სხედან იმ უწმინდურ სინოდში, მაგრამ საქმეს სჭირდება მაგათი კურთხევები, ბობოლებისთვის ხომ ხალხი ბრიყვი და ბნელია, მხოლოდ საზარბაზნე ხორცია პოლიტიკური და სასულიერო ელიტებისათვის," -  წერს ბასილ კობახიძე Facebook-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system