თავში

კობახიძე: საპატრიარქომ რუსეთის წარმომადგენელი უნდა გააგდოს

კობახიძე: საპატრიარქომ რუსეთის წარმომადგენელი უნდა გააგდოს
კობახიძე: საპატრიარქომ რუსეთის წარმომადგენელი უნდა გააგდოს

ყოფილი სასულიერო პირი, თეოლოგი ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საპატრიარქომ, ქართული ეკლესიის წარმომადგენელი, მოსკოვიდან უნდა გამოიწვიოს, ხოლო რუსული ეკლესიის წარმომადგენელი საქართველოდან უნდა გააგდოს.

მისი თქმით, ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რუსული ეკლესიის მხრიდან ფრესკაზე აფხაზეთის და აგვისტოს ომში მონაწილე რუსი ჯარისკაცების გამოსახვის საპასუხოდ. 

"რუსულმა ეკლესიამ ფრესკებზე გამოსახა აფხაზეთის და აგვისტოს ომში მონაწილე რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის სისხლში არიან გასვრილი. თან ფრესკებზე დააწერა ამის შესახებ, რომ მნახველმა იცოდეს რომელი ჯარისკაცები არიან. ამის საპასუხოდ საპატრიარქომ უნდა გამოიწვიოს მოსკოვში ჩვენი ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენელი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი, აქედან უნდა გააგდოს რუსული ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში დეკანოზი ვლადიმირ ალექსანდროვი და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიაროს. თუ არა და საბოლოოდ დაამტკიცებს, რომ საქართველოს ეკლესია რუსული კაგებეს ფილიალია და მეტი არაფერი," - აღნიშნავს ბასილ კობახიძე. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system