თავში

კობახიძე: აგიტატორებს უფლება აქვთ ჰქონდეთ სიები

კობახიძე: აგიტატორებს უფლება აქვთ ჰქონდეთ სიები
კობახიძე: აგიტატორებს უფლება აქვთ ჰქონდეთ სიები

ჩვენს აქტივისტებსა და აგიტატორებს ყველანაირი უფლება აქვთ ჰქონდეთ სიები და სიების მიხედვით აღრიცხონ ამომრჩეველი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებაა. 

"საჯაროდ მინდა ვუთხრა ჩვენს აქტივისტებს, აგიტატორებს, რომ მათ აქვთ ყველანაირი უფლება ჰქონდეთ სიები და სიების მიხედვით აღრიცხონ ამომრჩეველი და განახორციელონ მათი მობილიზაცია. ეს არის მათთვის კანონით მინიჭებული უფლება. რეკომენდაციები იყო პერიმეტრის წესთან დაკავშირებით და ჩვენ ამ არჩევნებზე ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ პერიმეტრის წესი და ესეც არის თვალშისაცემი", - განაცხადა კობახიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system