თავში

ქობულეთის შემოვლით გზაზე მოძრაობა პარალიზებულია

ქობულეთის შემოვლით გზაზე მოძრაობა პარალიზებულია
ქობულეთის შემოვლით გზაზე მოძრაობა პარალიზებულია

ქობულეთის შემოვლით გზაზე, თოვლის სახით მოსული ნალექის გამო, მოძრაობა პარალიზებულია.

ავტომაგისტრალზე ტრაილერიც მოცურდა, რამაც მოძრაობა კიდევ უფრო გაართულა. 

ქობულეთის შემოვლით გზაზე ინტენსიურად თოვს, რამაც გადაადგილების პრობლემა შექმნა. ამ დროისათვის მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ.

ცნობისთვის, დღეს, აჭარის რეგიონში დილიდან თოვს, სინოპტიკოსები ღამით მინუს 3 გრადუსამდე ყინვას ვარაუდობენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system