თავში

ქობულეთში 2 ადგილობრივი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს

ქობულეთში 2 ადგილობრივი პოლიციისთვის
ქობულეთში 2 ადგილობრივი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს

ქობულეთში საპროტესტო დემონსტრაციის დროს პოლიციამ 2 ადგილობრივი დააკავა. მათ სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად. ქობულეთის მოსახლეობა გადამუშავებული მანდარინის გადასაყრელი ორმოების მოწყობას აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ ტერიტორიაზე, სადაც მუნიციპალური დროებითი ნაგავსაყრელი მოეწყო, ნარჩენების დაყრა არ შეიძლება. მათ სატვირთოს წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა პოლიციის ძალით საწარმოს წარმომადგენლებმა მანდარინის ნარჩენი მონიშნულ ტერიტორიაზე მაინც დაყარეს. 

სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც პოლიციამ ორი პირი დააკავა. 

ადგილობრივები ხვალ ფართომასშტაბიან აქციას გეგმავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system