თავში

ქობულეთში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა - არიან დაშავებულები

ქობულეთში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა - არიან დაშავებულები
ქობულეთში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა - არიან დაშავებულები
© Rustavi 2

ქობულეთში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა. ხის წაქცევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ორივე მათგანი გამწვანების სამსახურის თანამშრომელია. მათ დაზიანებები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღეს. 

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. 

როგორც ქობულეთის მერიაში report.ge-ს განუცხადეს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება

"რამდენიმე ლოკაციაზე ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხე. ერთ-ერთ ლოკაციაზე, სამწუხაროდ, ხე დაეცა ქობულეთს მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელშიც იმყოფებოდნენ ჩვენი თანამშრომლები. მათ მიიღეს მსუბუქი დაზიანება. რაც მთავარია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მოთავსებულნი არიან სტაციონარში და დამატებითი გამოკვლევა უტარდებათ",- განუცხადეს report.ge-ს ქობულეთის მერიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system