თავში

ქობულეთში კაფეს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქობულეთში კაფეს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქობულეთში კაფეს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექოტირის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ქობულეთში კაფე "ჰავანას" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

პაატა იმნაძის ინფორმაციით, ინფიცირებულია ქალი, ქობულეთში სამუშაოდ, თბილისიდან იყო ჩასული. მისივე თქმით, ყველა თანამშრომელი იზოლაციაში გადავიდა. 

“დაფიქსირდა ჩვენთვის არასასიამოვნო ფაქტი – ინფიცირების შემთხვევა ქობულეთში. ქალბატონი თბილისიდან არის ქობულეთში ჩასული. არის ასეთი კაფე “ჰავანა” ქობულეთში, სადაც ინფიცირებული მუშაობდა. უკვე ყველა ადამიანი, ვინც იქ მუშაობდა იზოლაციაშია გადაყვანილი. მაგრამ, 9,10, და 11 აგვისტოს ვინც იმყოფებოდა ამ კაფეში მინდა გავაფრთხილოთ, რომ ფრთხილად იყვნენ. და თუ ოდნავ მაინც რაიმე სიმპტომი ექნებათ მიმართონ კლინიკას”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1 321 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1088-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system