თავში

ქობულეთში მამაკაცი კრაზანის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა

ქობულეთში მამაკაცი კრაზანის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა
ქობულეთში მამაკაცი კრაზანის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეში 57 წლის კაცი კრაზანამ დაკბინა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ კაცი ნალიაში ავიდა, სადაც მწერებს ბუდე ჰქონდათ გაკეთებული.

“ ნალიიდან, რომ ჩამოვიდა უკან ჩამოსულმა თქვა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. მწერმა მას რამდენიმე ადგილას უკბინა. სოფელში სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს, თუმცა მედიკოსების მისვლამდე მამაკაცი დაიღუპა. ბოლო პერიოდში მოქალაქეები საცხოვრებელი სახლების ახლოს, ბაზების სიმრავლეს უჩივიან. გახშირდა დაკბენის შემთხვევებიც. მოსახლეობა მწერს საკუთარი ძალებით ებრძვის.“- აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system