თავში

ქობულეთში მშენებლობაზე მუშა სიმაღლიდან ჩამოვარდა

ქობულეთში მშენებლობაზე მუშა სიმაღლიდან ჩამოვარდა
ქობულეთში მშენებლობაზე მუშა სიმაღლიდან ჩამოვარდა

ქობულეთში მიმდინარე მშენებლობაზე მუშა დაშავდა. ინცინდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა. როგორც ცნობილია, ამწემ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ვარდნა დაიწყო, რა დროსაც, იქ მყოფმა პირმა გადმოხტომა მოასწრო. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს. მას მსუბუქი დაზიანებები აქვს მიყენებული. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system