თავში

კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების გეგმა მოსახლეობას გააცნეს

კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების გეგმა მოსახლეობას გა
კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების გეგმა მოსახლეობას გააცნეს

თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა კოჯორი-შინდისის ტერიტორიაზე განსაზღვრული B არეალის დაგეგმარების პირველადი საპროექტო გადაწყვეტების საჯარო განხილვა გამართა.

საჯარო განხილვის მიზანს, მოსახლეობისთვის პროექტის გაცნობა და მათი მოსაზრებების მოსმენა წარმოადგენდა.

ღონისძიებას ურბანული სამსახურის უფროსი გიორგი ებანოიძე, სამსახურის წარმომადგენლები, ასევე, დედაქალაქის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, გამგეობის წარმომადგენლები და კოჯორსა და შინდისში მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები დაესწრნენ.

"პროექტი მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების მფლობელთა საცხოვრებელი არეალის საგრძნობ გაუმჯობესებას და სამშენებლო ნებართვების აღების პროცედურის გამარტივებას, ასევე, დედაქალაქის სწორ ურბანულ განვითარებას", - განაცხადა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი ებანოიძემ.

მისი თქმით, საპროექტო ტერიტორიების დაგეგმარებით მოწესრიგდება საცხოვრებელი გარემო.

"დღეს ეს ტერიტორიები, ძირითადად, გაუნაშენიანებელია და ხასიათდება ქაოტურად დარეგისტრირებული, შეუსაბამო მიწის ნაკვეთებით, რომელთა უმეტესობაც არ არის უზრუნველყოფილი მისასვლელი გზით, სოციალური და საინჟინრო ინფრასტრუქტურით. აღნიშნული ტერიტორიების ქაოტური განვითარება წლების განმავლობაში მძიმე ტვირთად აწვება ქალაქს და საჭიროებს შესაბამის რეაგირებას“, - განაცხადა მან.

2019 წლის 15 მარტს დამტკიცებული ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში, განისაზღვრა 11 პირველი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალი. ამ არეალებიდან ერთ-ერთია კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიები, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 2 277 ჰექტარს. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, კოჯორი-შინდისის ტერიტორიაზე განსაზღვრული არის A და B არეალები. ამ ეტაპისთვის, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა შეისწავლა და დააგეგმარა B არეალი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system