თავში

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვები მოიწამლნენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვები მოიწამლნენ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვები მოიწამლნენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში შვილი ბავშვი მოიწამლა. არასრულწლოვანები ერთი და იგივე სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები არიან. ინტოქსიკაციის ნიშნებით ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვები ჰყვებიან, რომ მათ ლიმონათი და ქადა სკოლასთან მდებარე მაღაზიაში შეიძინეს. საკვების მიღებიდან მალევე თავი შეუძლოდ იგრძნეს, რის გამოც სკოლის ადმინისტრაციამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.

11 წლის მოსწავლეები პირღებინებისა და სისუსტის ჩივილით საგარეჯოს „ჯეო - ჰოსპიტალის“ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მკურნალი ექიმის თქმით, კლინიკაში მოზარდების მოთავსებიდან რამდენიმე საათში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, ამიტომ დეინტოქსიკაციის პროცედურის დასრულების შემდეგ ბინაზე გაწერეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system