თავში

კომაში ჩავარდნილი ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს

კომაში ჩავარდნილი ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს
კომაში ჩავარდნილი ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიყვანეს

კომაში ჩავარდნილი ექთანი, 27 წლის მეგი ბაქრაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ ამ წუთებში შეიყვანა. 

როგორც ცნობილია, კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი მედიასთან კომენტარს მოგვიანებით, მას შემდეგ გააკეთებს, როცა პაციენტის მდგომარეობას გაეცნობა. 

ცნობისთვის, ახალციხეში, ახალგაზრდა ექთანი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,,ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მედდის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system