თავში

კომენდანტის საათი უქმდება? - მთავრობამ შეზღუდვების მოხსნა დაიწყო

კომენდანტის საათი უქმდება? - მთავრობამ შეზღუდვების მოხსნა დაიწყო
კომენდანტის საათი უქმდება? - მთავრობამ შეზღუდვების მოხსნა დაიწყო

საქართველოს მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე. ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, მსგავსი და კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვა სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ შეკრებები ოჯახური თუ სხვა ტიპის შეხვედრები პირბადის გარეშე, სწორედ 21:00 საათის შემდეგ ხდება. 

„ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა შეზღუდვის მიზანი, არის კორონავირუსის გავრცელების ტემპის შენელება. უკვე ერთი წელია, ვცხოვრობთ ამ ვირუსთან ერთად და ყველამ იცის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მობილობის კონტროლი და ისეთი ტიპის აქტივობის არდაშვება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ვირუსის გავრცელებას. ყველასათვის ცნობილია, რომ სწორედ 21:00 საათის შემდეგ ხდება ხოლმე ოჯახებს შორის შეკრებები და ასეთი ტიპის სოციალური ინტერაქცია, რომელიც, როგორც წესი, პირბადის გარეშე მიმდინარეობს. ასეთი ტიპის შეზღუდვები, და ბევრად უფრო მკაცრიც, მოქმედებს სხვა ქვეყნებშიც. ევროპის ბევრ ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა მთელი დღის განმავლობაში მოქმედებს. ამიტომ, მოვუწოდებ მოქალაქეებს, გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას, არამედ ქვეყნის ეკონომიკასაც, ვინაიდან ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში, შეზღუდვების გამკაცრება იქნება აუცილებელი“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა შეზღუდვების ნაწილს დაგეგმილზე ადრე აუქმებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system