თავში

"კომენდანტის საათის" მოხსნა - თამარ გაბუნიას კომენტარი

"კომენდანტის საათის" მოხსნა - თამარ გაბუნიას კომენტარი
კომენდანტის საათის მოხსნა - თამარ გაბუნიას კომენტარი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არა რის და საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აკვირდება. 

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ქვეყანაში შემცირდა პირბადის მოხმარების მაჩვენებელი, რაც ინფიცირების რისკებს ზრდის. 

"ჯერჯერობით, უნდა დავაკვირდეთ და შევინარჩუნოთ ეს კლებადი ტენდენცია, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს. რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებო და საფრთხილოა ახალი შტამების გავრცელების ტენდენცია, ასევე, ნიღბის გამოყენების მაჩვენებელიც ცოტათი შემცირდა და ესეც საფრთხილოა. თვის ბოლომდე ვნახოთ, რა სურათი გვექნება და ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება სხვა დანარჩენი შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობაზე" - განაცხადა გაბუნიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system